აქტივობები

CENN-ის მწვანე ცენტრი ზაფხულის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის (საგარეჯო, დედოფლისწყარო, ბორჯომი, ხელვაჩაური, ქედა და ახალციხე) 42 სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს.
მიმართვა CENN-ის ეკობანაკის კურსდამთავრებულებს მათთვის ვინც მონაწილეობა მიიღო და მოხვდა ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.
,,მწვანე ბანაკელებო , ივლისის დასაწყისიდან აგვისტომდე ბულაჩაურში ეწყობა ეკო–ბანაკები. გეძლევათ მეორე შანსი 🙂 რას გულისხმობს ეს მეორე შანსი? უნდა მოგვაწოდოთ თქვენი იდეები თუ როგორ წარმოგიდგენიათ ახალ ბანაკებში ჩართვა, თქვენ უფრო მეტი გამოცდილება გაქვთ, ასევე იცნობთ ჩვენ პრინციპებს და მიმართულებებს. ანუ ვეძებთ ასისტენტებს ეკო–ბანაკის ხელმძღვანელებისათვის და არა უბრალო მონაწილეებს. :):):) გამოაგზავნეთ თქვენი იდეები თუ როგორ ხედავთ თქვენს თავს ბანაკის ფუნქციონირებასა და არსებობაში. მონაწილეობა შეგიძლიათ აბიტურიენტებს და სტუდენტებსას. თქვენი მონდომება დაფასდება სხვადასხვა სიურპრიზებით 🙂 მომწერეთ ელ.ფოსტაზე nodar.tkhelidze@cenn.org
2013/04/06
————————————————————————————————————-
კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ა.წ. 31 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე ტარდება ყოველწლიური გლობალური მასშტაბის აქცია – „დედამიწის საათი 2012”. ამ აქციის ფარგლებში მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში გამოირთვება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება.

აქციის მიზანია მსოფლიო ლიდერების მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა. 2011 წლის აქციაში მონაწილეობა მიიღო 5000-ზე მეტმა ქალაქმა და სიმბოლური მნიშვნელობის 1300-ზე მეტმა ძეგლმა. აქციის ერთ–ერთი უმთავრესი ყოველწლიური მიზანია მოსახლეობის ჩართვა და მისი ინფორმირება ღონისძიების მნიშვნელობის თაობაზე.

აქციის მსვლელობისას გამოირთვება ისეთი მნიშვნელოვანი შენობების განათება, როგორიცაა: სიდნეის საოპერო თეატრი, სან–ფრანცისკოს ”გოლდენ გეით” ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბერგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში და ა.შ. 2012 წლის აქციაში მონაწილეობას მიიღებს ათასობით ქალაქი და სიმბოლური მნიშვნელობის ასობით ძეგლი. აქციაში ჩაერთვება მოსახლეობაც, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გამორთავს ელექტროგანათებასა და ელექტროხელსაწყოებს საცხოვრებელ სახლებში.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიზანია, გასული 3 წლის მსგავსად, უზრუნველყოს ამ ინიციატივაში საქართველოს ჩართვა. CENN „დედამიწის საათის“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მუდმივ კავშირშია „დედამიწის საათის“ გლობალურ გუნდთან სიდნეისა და სინგაპურში. „დედამიწის საათის“ აქციის ფარგლებში 2009, 2010 და 2011 წლებში CENN–ის ინიციატივითა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით გამოირთო თბილისის სატელევიზიო ანძისა და მუნიციპალური შენობების გარე განათება. ასევე, „დედამიწის საათის“ ფარგლებში, გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობისა და სხვა ორგანიზაციების მიერ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული იყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება.

აქციას „დედამიწის საათი საქართველო“ უკვე შეუერთდნენ:
· საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო
· საქართველოს სოფლის მეურნეობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
· ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში
· ქალთა ფონდი საქართველოში
· საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაცია (AYPEG)
· Oceans Project Georgia
· რეგიონალური ტელევიზია „ბორჯომი“
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“
· დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
· გორის ავტოკემპინგის დევნილთა კომპაქტური დასახლება
· ბორჯომის პლატოს დევნილთა კომპაქტური დასახლება
· CBO „თემქა–ზღვისუბანი“

საინფორმაციო მხარდაჭერას აქციას „დედამიწის საათი“ უწევენ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
იმედი გვაქვს, რომ მონაწილეთა შორის თქვენც და თქვენი ორგანიზაციაც იქნება.
ეს ღონისძიება გაშუქდება მედიასაშუალებებით, როგორც საქართველოში ისე საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას, მიიღოთ მონაწილეობა აქციაში „დედამიწის საათი 2012“ და გამორთოთ ელექტროგანათება შაბათს, ა.წ. 31 მარტს, ადგილობრივი დროით საღამოს 8:30 საათიდან 9:30 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ აქციის ოფიციალურ ვებ–გვერდს: http://www.earthhour.org
აქცია დედამიწის საათი–ს ოფიციალური ორგანიზატორები საქართველოში:
CENN, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).
„დედამიწის საათი საქართველო“ ოფიციალური ვებ გვერდი: http://earthhourgeorgia.wordpress.com/

—————————————————————————————–
მედია რელიზი:

თბილისი: 14 თებერვალი, 2012
დედამიწის საათი 2012
გამოიწვიე მსოფლიო, პლანეტის გადასარჩენად
14 თებერვალს, მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი ღონისძიების, „დედამიწის საათი 2012“-ის ფარგლებში დაიწყო კამპანია „მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ“ (“I Will If You Will”), რომელიც გვაჩვენებს, რომ ყველა ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს გარემო უკეთესობისკენ.
CENN, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ახორციელებს „დედამიწის საათის“ ორგანიზებას საქართველოში და არის აქციის ოფიციალური წარმომადგენელი ქვეყანაში.
„დედამიწის საათი“, რომელიც წელს 31 მარტს ჩატარდება, ელექტროენერგიის ერთი საათით ჩაქრობის გარდა, მსოფლიოს მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს, უფრო მნიშვნელოვანი და უშუალო როლი ითამაშოს გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში.
„დედამიწის საათი“, როგორც ერთი ქალაქის ინიციატივა, 2007 წელს დაიწყო და გადაიქცა გლობალურ მოძრაობად, რომელიც ამჟამად 5,251 ქალაქს, 1.8 მილიარდ ადამიანსა და 135 ქვეყანას მოიცავს.
„მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ“ ციფრული პლატფორმა, რომელიც ლეო ბურნეტის გლობალური სარეკლამო სააგენტოს მიერ მომზადდა, წარმოადგენს YouTube–თან თანამშრომლობის შედეგს, რითაც აერთიანებს მსოფლიოში უმსხვილეს სოციალურ ვიდეო პლატფორმას „მსოფლიოში ყველაზე მასშტაბიან გარემოსდაცვით ღონისძიებასთან.“
კამპანია „მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ“ სარგებლობს YouTube-ის ვიდეო პლატფორმით, რათა ყველა მსურველს მისცეს საშუალება, გააზიაროს საკუთარი „გამოწვევა“ გზავნილით „რას გააკეთებდი პლანეტის გადასარჩენად?“
„დედამიწის საათის“ თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ენდი რიდლის თანახმად, პლატფორმა „მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ“ წარმოადგენს შემდგომ ეტაპს გარემოსდაცვითი კამპანიის ევოლუციაში.
„’მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ’ ყველა პირს საშუალებას აძლევს, შთააგონოს მეგობრები, კოლეგები და მეზობლები, რათა განახორციელონ მდგრადი ღონისძიებები არა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში, არამედ საათის ფარგლებს გარეთ“, ამბობს ენდი რიდლი.
კამპანიის „მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ“ კონცეფცია უზრუნველყოფს სოციალურ ურთიერთობას ორ მხარეს შორის – ის ამყარებს კავშირს ერთი ადამიანის, ბიზნესის თუ ორგანიზაციის დაპირებასა და მათი მეგობრების, ოჯახის წევრების, კლიენტების თუ წევრების გამოწვევას შორის.
„დედამიწის საათის“ YouTube–ის პლატფორმაზე მოთავსებულია „მე გავაკეთებ, თუ შენ გააკეთებ“ გამოწვევების გლობალური ბიბლიოთეკა, რომელიც მოუწოდებს ყველა მსურველს, საჯაროდ გააზიარონ საკუთარი „გამოწვევა“ Facebook–ის, Twitter–ის, Google+–ისა და ელ. ფოსტის საშუალებით. ასევე შესაძლებელია მეგობრების მოწვევა ამ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად და ზემოთ აღნიშნული სოციალური ქსელების მეშვეობით სხვა „გამოწვევების“ მიღება.
თქვენი დაპირება შეიძლება იყოს სრულიად მარტივი, როგორიცაა, მაგალითად: ზოგიერთი ნივთის მეორადი გამოყენება, ენერგოეფექტური ნათურების გამოყენება, თუ თქვენი მობილური ტელეფონის დამტენის ქსელიდან გამორთვა, როდესაც თქვენ მას არ ხმარობთ.
გლობალური აქცია „დედამიწის საათი“ ჩატარდება შაბათს, 31 მარტს, თბილისის დროით 20:30 საათიდან 21:30 საათამდე.

————————————————————————————–

„სიკეთის ეპიდემია“ არის აქცია, რომელიც აღინიშნება სიკეთის სპონტანურად გამოვლინების საერთაშორისო დღეს. აქციის მთავარი მიზანია ბიძგი მისცეს კეთილი საქმეების კეთებას. იგი ხორციელდება 2010 წლიდან, უკრაინული ორგანიზაციის „სიკეთის ეპიდემიის“ ორგანიზატორობით.განვლილი 2 წლის მანძილზე, მასში მონაწილეობა მიიღო 500-მდე დარეგისტრირებულმა მონაწილემ. საქართველოში ამ აქციის ინიციატორი და ორგანიზატორი არის თბილისში, მოხალისეთა კლუბი „ჩემი თაობა“, ხოლო ქუთაისში, სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“. აღსანიშნავია,რომ იგი პირველად ტარდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ორგანიზაცია იწვევს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ,როგორც ცალკეულ ინდივიდებს, ასევე ორგანიზაციებს, ჩაერთონ მასში და თავიანთ ქალაქებში გამართონ „სიკეთის ეპიდემიის“ დღესთან დაკავშირებული აქციები. ქ.თბილისში 17 თებერვალს, 12 საათზე, თსუ-ის კორპუსიდან მოეწყობა მსვლელობა თავისუფლებამდე.მოქალაქეებს სიკეთის სიმბოლური გამოვლინების ნიშნად დაურიგდებათ კამფეტები,ასევე მთხოვნელებს გადავცემთ მცირე საჩუქრებს, მათდამი თანაგრძნობის ნიშნად. facebook-ze „ქსელური სიკეთის“ მონაწილეები ყველანი ვერთვებით „სიკეთის ეპიდემიაში“ და ვიკრიბებით 17 თებერვალს,12 საათზე, თსუ-ის VI კორპუსთან. შემოგვიერთდი, ერთად გამოვხატოთ სიკეთე ერთმანეთის მიმართ, დავურიგოთ გამვლელებს აქციის სიმბოლო, სიკეთის კამფეტები, ასევე გამოვხატოთ მზრუნველობა გაჭირვებული თანამოქალაქეების მიმართ და მოვუწოდოთ საზოგადოებას კეთილი საქმეების კეთებისკენ. „შენ აკეთებ სიკეთეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას!“

————————————————————————————-
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ნორჩ გეოგრაფთა სკოლა
2011 წლის 24 დეკემბერს ატარებს თბილისისა და საქართველოს რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო და კერძო სკოლების VI-XII კლასების მოსწავლეთა კონფერენციას
სტატიის გასაფორმებლად საჭირო მოთხოვნები:

1. მოხსენების ტექსტი (სტატია): მაქსიმუმ 6 გვერდი (ილუსტრაციების ჩათვლით).

2. ფურცლის პარამეტრები: A4.

3. სათაური: შრიფტი AcadNusx 12, მუქი.

4. ავტორის დასახელება (სრულად სახელი და გვარი), შრიფტი AcadNusx 10 მუქი.

5. სკოლის დასახელება, კლასი: შრიფტი AcadNusx 10 დახრილი.

6. ძირითადი ტექსტის შრიფტი: AcadNusx 10, ინტერვალი 1.

7. ილუსტრაციები: გრაფიკები, რუკები ფოტოები: შავ-თეთრი, მაღალი რეზოლუციის jpg გაფართოებით (ცალკე ფაილის სახით).
ილუსტრაციებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარწერები, შრიფტი: AcadNusx 10, მუქი, დახრილი.

8. ლიტერატურა (აუცილებელი მოთხოვნა).
ლიტერატურის ნუსხა ლაგდება ანბანის მიხედვით. შრიფტი: AcadNusx 10, ინტერვალი 1.
ტექსტში ლიტერატურა მიეთითება კვადრატულ ფრჩხილებში ნუმერაციის მიხედვით.
წარდგენის ბოლო ვადა: 9 დეკემბერი, 18 საათი
პასუხი მიღებაზე: 14 დეკემბრამდე.

კონფერენცია ტარდება 2 ნაკადად: I ნაკადი: VI-IX კლასები, II ნაკადი: X-XII კლასები.
თითოეული სკოლიდან შეიძლება წარმოდგენილი იყოს მაქსიმუმ 2 მოხსენება (ერთი ნაკადიდან მხოლოდ ერთი მოხსენება).
მოსწავლეთა მოხსენებები დაიბეჭდება კრებულის სახით. კრებულში მოხვდება მხოლოდ ის მოხსენებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება კონფერენციაზე (პრეზენტაცია).
საორგანიზაციო კომიტეტი უფლებას იტოვებას კონფერენციაზე არ დაუშვას ის მოხსენებები, რომლებიც არ არის სათანადოდ მომზადებული და გაფორმებული მოთხოვნების შესაბამისად.

საკონტაქტო ინფორმაცია:

599 913 665, dvalageo@yahoo.com გიორგი დვალაშვილი

599 537 033, t.nanobashvili@yahoo.com თინიკო ნანობაშვილი

—————————————————————————————

კლიმატის კვირეული საქართველოში

ახალციხე, 25–26 ოქტომბერი, 2011

2011 წლის 25–26 ოქტომბერს CENN ახორციელებს კლიმატის ცვლილების კვირეულს ახალციხეში, საქართველოში.

CENN–ის კლიმატის კვირეულის პროგრამის მიზანია საქართველოს მასშტაბით რამდენიმე “კლიმატური ცხელი წერტილებიდან” სტუდენტების მოწვევა, კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლება და მდგრადი განვითარების ხელის შეწყობა. ასევე თანამშრომლობის დაწყება სტუდენტებთან და საზოგადოებასთან საპილოტე პროექტების განხორციელების მიზნით.

დაგეგმილ ღონისძიებები მოიცავს:
· კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის დარგებში მოწვეული ექსპერტების ღია ლექცია ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
· ფოტოგამოფენა კლიმატის ცვლილების თემაზე ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში;
· სტუდენტური კონფერენცია კლიმატის ცვლილების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები კლიმატის ცვლილების ექსპერტებისა და სტუდენტების მიერ;
· კლიმატის ცვლილების თემაზე მომავალი ღონისძიებების დაგეგმვა.

CENN იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილის შესატანად.

ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM)“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ.
—————————————————————————–

10 ნაბიჯი მოძრავი პლანეტა
როგორ გავუკეთოთ ორგანიზება გლობალურ კლიმატურ აქციას. 10 ნაბიჯი აქციის ორგანიზებისათვის
თუ თქვენ გაქვთ რამოდენიმე თვე, კვირა ან თუნდაც რამოდენიმე დღე იმისთვის რომ დაგეგმოთ თქვენი კლიმატური აქცია – თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მითითებები რათა ორგანიზება გაუწიოთ მხიარულ, ეფექტურ და მნიშვნელოვან საერთაშორისო აქციას Moving Planet. მოვიდა დრო დავიკაპიწოთ ხელები, შევუდგეთ კლიმატური პრობლემების გადაწყვეტას ჩვენს საზოგადოებაში და გამოვუცხადოთ ჩვენს ლიდერებს “ჩვენ შევუდექით მუშაობას – თქვენ?”. იმისათვის რომ მიიღოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია დაათვალიერეთ საიტი http://www.350.org

1. შეარჩიეთ აქციის იდეა და დარეგისტრირდით
ბევრი საშულებები არსებობს, რომლებითაც თქვენ შეგიძლიათ გახადოთ თქვენი ეზო\რაიონი\ქალაქი\რეგიონი ეკოლოგიურად უფრო სუფთა. დავიწყოთ იქედან რომ გავაკეთოთ პატარა ბაღი, საჰაერო ტურბინა და დავასრულოთ ხეების დარგვით ან კიდევ გავაუმჯობესოთ იზოლაცია სკოლაში. შედით საიტზე http://moving-planet.org და დარეგისტრირდით რათა ჩაატაროთ კლიმატური აქცია. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ მონაცემები, მაგრამ უმჯობესია დარეგისტრირდეთ ადრე რათა სხვებმაც შეძლონ შემოუერთდნენ თქვენს აქციას.

2. შეკრიბეთ ერთად თქვენი ახლობლები
შეიკრიბეთ თქვენს მეგობრებთან, მეზობლებთან, რომელიმე ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად რომლებიც დაინტერესებულები არიან ახალი ქმედების განხოეციელებით. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ მოიცვათ უფრო დიდი მონაწილეთა საზოგადოება. იფიქრეთ ადგილობრივ ტაძრებზე, მეჩეთზე, სინაგოგაზე, პროფკავშირებზე, სპორტულ ჯგუფებზე, უნივერსიტეტზე ან მხატვართა გაერთიანებებზე რომლებმაც შეიძლება ასევე მონაწილეობა მიიღონ კლიმატურ აქციაში. იყავით გახსნილები ახალი იდეებისთვის და დარწმუნდით რომ პირველივე შეხვედრის შემდეგ ყოველი მონაწილე კონკრეტული დავალებით წავა.

3. დაგეგმეთ სამუშაო
დადგა დრო ვიფიქროთ მასშტაბურად/ რა არის საჭირო თქვენს რაიონში იმისთის რომ გადახვიდეთ უფრო ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესზე/ უარი ვთქვათ ისეთი სათბობების გამოყენებაზე როგორიცაა (ნავთი, ნახშირი, აირი). არის თქვენს ქალაქში პროექტი რომელსაც ჭირდება დიდი რაოდენობით მოხალისეები განხორციელებისთვის? ასევე არ დაგავიწყდეთ ლოჯისტიკის საკითხები მაგ: მიიღოთ უფლება გამოიყენოთ საზოგადოების თავშეყრის ადგილები, პარტნიორების და სპონსორების მოძიება ინსტრუმენტების და რესურსების მოძიება რაც შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ. აუცილებელია შეიტანოთ განახლება თქვენს პროექტში საიტზე http://moving-planet.org რომ ხალხმა იცოდეს რა და როგორ ხდება პროექტში და როგორ შეიძლება ჩაერთონ მიმდინარე აქციაში.

4. დაგეგმეთ კლიმატური აქცია
ეს დღე დღესასწაულად უნდა აქციოთ. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა შევკრიბოთ ყველა ერთად და გადავუხადოთ მადლობა მონაწილეობისათის, მიღებული შედეგისთვის და ასევე ყველას ვუჩვენოთ რამდენად მხიარული შეიძლება იყოს ეკოლოგიური სამსახური. სადღესასწაულოდ შეიძლება ჩავრთოთ ვახშამი პარკში და თავისუფალი მიკროფონი. ერთობლივად მოვაწყოთ ყავისა და ცეკვის საღამო.

5. მოყევით მომხდარის შესახებ
დაიწყეთ თქვენი მეგობრებიდან, მოუყევით თქვენი გეგმების შესახებ, ასევე მეზობლებს, ადგილობრივ ორგანიზაციებს, ეკოლოგებს და სპორტ კლუბებს. მოვიდა მოქმედების დრო და ყოველ თქვენგანს ექნება თავისი როლი. ამიტომ აიღეთ ხელში ტელეფონი და გადარეკეთ მეგობრებთან და დააგზავნეთ ელექტრონული შეტყობინებები. ეს სამუშაო შეიძლება შეასრულოს რამოდენიმე ადამიანმა. თხოვეთ დახმარება მათ ვინც მონაწილეობს თქვენს კლიმატურ აქციაში და პაუხისმგებლობაც აიღონ თავიანთ თავზე, რომ ხალხი გააფრთხილონ და არ დაგავიწყდეთ ინფორმაციის გავრცელება ადგილობრივ მედია საშუალებებით.

6. მოიწვიეთ ჩინოვნიკები
კლიმატური კვირეულის ჩატარება შესანიშნავი საბაბია იმისათის რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დაანახოთ რომ თქვენ უკვე დაიწყეთ მუშაობა, ასევე კითხოთ მათ იმის შესახებ თუ როგორი პროექტით გეგმავენ დაიწყონ მუშაობა თუ როგორ გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე და მდგრად განვითარებაზე. დარწმუნდით რომ თქვენ თხოვთ მათ კონკრეტულად რამეს მაგალითად დაგეხმარონ თქვენი ადგილობრივი კამპანიის Moving Planet ჩატარებაში და მხარი დაუჭირონ სახელმწიფო ინიციატივებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

7. მოიწვიეთ მასმედია
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშუალება ყურადღების მისაქცევად თქვენი კლიმაური აქციის მიმართ არის მასმედია. გააშუქონ თქვენი კლიმატური კვირეული. დაიწყეთ იქედან რომ გაიგეთ რომელი ჟურნალისტი მუშაობს გარემოს დაცვის და კლიმატურ პრობლემებზე თქვენს რეგიონში. დაფიქრდით იმაზე თუ რას აკეთებს თქვენი აქცია მნიშვნელოვანს და ღირსშესანიშნავს მედიისათვის. Moving Planet შესახებ მიიღეთ მეტი მედია მასალები http://www.moving-planet.org/resources

8. მოახდინეთ თქვენი კლიმატური აქციის ვიზუალიზაცია
იმისათვის რომ თქვენი იდეა მიწოდებულ იქნეს თქვენი რეგიონის ლიდერებისთვის ყოველ კლიმატურ აქციას შეიძლება ქონდეს თავისი ბანერი, პლაკატი ან მებისმიერი სხვა საშუალება ყურადღების მისაქცევად. გამოიყენეთ ფანტაზია, აუცილებლად აამოქმედეთ ხალხი ვინც თქვენს პროექტზე მუშაობს. გადაიღეთ ფოტოები იმისათვის რომ ლიდერებმა დაინახონ თქვენი მუშაობა.

9. ჯერ საქმე და მერე გართობა
მოამზადეთ სამუშაო ხელთათმანები და დაიკაპიწეთ ხელები. სანამ შეუდგებით მუშაობას აღნიშნეთ ყველა თქვენი მიღწევა დღის ბოლოს და აუცილებლად გადაიღეთ ფოტოები მთელ გუნდთან ერთად. ასევე ჩაინიშნეთ ყველა მონაწილის საკონტაქტო მისამართები. ეს დაგეხმარებათ იმაში რომ შემდგომშიც იქონიოთ ამ ხალხთან კავშირი.

10. გაგრძელება
ეს თქვენი ღონისძიების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც კი დამთავრდება თქვენი კამპანია აუცილებლად ამოარჩიეთ ერთი ყველაზე კარგი ჯგუფური სურათი და ატვირთეთ world.350.org/georgia საიტზე. ეს მნიშვნელოვანია. ეს მოგვცემს საშუალებას მივიტანოთ თქვენი მთავარი იდეა მასმედიამდე და ხელისუფლებამდე რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს. ამის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ დაგეგმვა თქვენი შემდგომი მოქმედებების.
—————————————————————————–
დასუფთავების აქცია
სოფელი რატევანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში CENN-ის რეგიონული ინიციატივის – „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერება და მათი ჩართვა ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია.
აქციაში მონაწილეობას იღებდნენ სოფელ რატევანში დაარსებული ქალთა საბჭოს წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა.
აქციის მიზანს ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, გარემოსდაცვითი პრობლემების პრიორიტიზაცია წარმოადგენდა.
ინიციატივა ხორციელდება გერმანული ფონდის EED–ის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ნინო გაფრინდაშვილი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)

T +995 32 275 19 03 / 04
F +995 32 275 19 05
nino.gaprindashvili@cenn.org
http://www.cenn.org
—————————————————————————–
ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ გამოვიდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის პერიოდული გამოცემის “გარემო და საზოგადოება” ახალი ნომერი (ჟურნალი გამოდის 1998 წლიდან).

ჟურნალი გამოიცა შვედეთის საერთაშორისო განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (sida) ფინანსური უზრუნველყოფით პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს არასამთვრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა”.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვმართეთ საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ცენტრალურ ოფისში შემდეგ მისამართზე:
ნუცუბიძის ქუჩა #10ა, მე-4 სართული, ბინა 6
ტელ: 8 (32) 399543. 8 (90) 532600
—————————————————————————
„უსაფრთხო სივრცე“ თბილისის ეკოლოგიისთვის
საქართველოს არასამთავრობო სექტორს კიდევ ერთი ორგანიზაცია შეემატა. „უსაფრთხო სივრცე“ თბილისის ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობას იწყებს.
ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების განხორციელებას და კანონიერების აღსადგენად მიმართოს სასამართლოს ან სამართალდამცავ ორგანოებს.
პროექტის ,,თბილისის ეკოლოგია“ ფარგლებში ორგანიზაციამ დაარსა საიტი, რომელიც ძირითადად თბილისის რეკრეაციული უბნების (ბაღები, ტყე-პარკები და ა.შ.) პრობლემატიკას ეძღვნება. საიტის მისამართია: www:safespace-tbilisi.com
„უსაფრთხო სივრცე“ ღიაა თბილისის მოსახლეობისთვის. მოქალაქეებს შეუძლიათ შეატყობინონ ორგანიზაციას მათ გარშემო არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.
—————————————————————————–
უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოება უერთდება მსოფლიოში გამართულ აქციებს და 2 ოქტომბერს, მსოფლიო ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, გეპატიჟებათ დედაენის ბაღში 3:00-დან 5:00 საათამდე. აქციის ფარგლებში ხელი მოეწერება ქალაქის მერის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე დაწერილ წერილს; ქუჩის ცხოველების სტერილიზაციის პროგრამის მხარდასაჭერად გაიყიდება სხვადასხვა ნივთები, შეგროვდება ნებისმიერი სახის ნებაყოფლობითი შემოწირულობები (საკვები, თბილი ქვეშსაგებები, ანტიპარაზიტული საშუალებები…), დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, ჩატარდება გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, გთხოვთ თან იქონიოთ საპნის ბუშტების გასაბერები, რათა სიმბოლურად სული შთავბეროთ ახალ და კეთილშობილურ საქმეს, ცხოველთა გადარჩენის მიზნით.

The Homeless Pets Help Organization joins the globally held actions and in connection with the World Animal Day invites you to “Deda Ena Park” on October 2, 2011 from 3 PM to 5 PM. The letter addressed to the city Mayor and the Chairman of the Parliament of Georgia will be signed within the framework of this event; various items will be sold in support of stray animals’ sterilization program; we will collect any type of voluntary donations (food, warm beddings, anti-parasite means, etc.); we will distribute informative flayers and conduct entertainment activities for kids. Please bring soap-bubble makers with you as a symbol of breathing the spirit into the new and noble work for the purpose of saving animals.
—————————————————————————–
კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მოქმედებათა ყველაზე მასშტაბური დღე ისტორიაში
24 სექტემბრისათვის ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა ემზადება
მოძრავი პლანეტა! საქართველო მოძრაობს! არ ჩამორჩე, იმოძრავე მსოფლიოსთან ერთად!

მთელ მსოფლიოში 3500 მეტი აქციის ჩატარება იგეგმება, 160-ზე მეტ ქვეყანაში მოსამზადებგელი სამუშაოები მიმდინარეობს. 24 სექტემბერს “მოძრავი პლანეტას” ჩვენს ისტორიაში ყველაზე გლობალურ და უმსხვილეს ღონისძიებად გადაქცევის დიდი შანსი აქვს. საქართველო, ისლანდია, პორტუგალია, ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჩათვლით მონაწილეობის მისაღებად აქტიურ სამზადისშია.

“24 სექტემბერი – ყველას დაგვამახსოვრდება დღედ, როდესაც Nმთელმა მსოფლიომ გვერდზე გადადო განსხავებანი და გაერთიანდა კლიმატის კატასტროფული ცვლილებების თავიდან ასაცილებლად”- აღნიშნა ფილმ “უგუნურთა ჟამის” პროდიუსერმა და მოძრაობის დამაარსებელმა ფრანს ამსტრონგმა, რომელიც ამ მოძრაობის ერთ-ერთ ორგანიზატორად გვევლინება.

მოძრაობის გლობალური დღის კოორდინატორია, ასევე 350.ორგ ის საერთაშორისო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა. 24 სექტემბრისათვის მზადება მიმდინარეობს ინტერნეტ ტექნოლოგიების, ბლოგრბისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. “დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ დღეს პლანეტის ყველა ქვეყანა აღნიშნავს და იღებს მონაწილეობას”- ამბობს მაკკიბენი.

ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს შორის შეგვიძლია ავღნიშნოთ:

თბილისში 10:00 საათზე გაიმართება 10-5კმ-იანი მარათონი “წიაღისეული საწვავის გარეშე”;
ქუთაისში მონაწილეთა მიერ მსვლელობის გამართვა; ველოსიპედებით 350.ორგ გამოხატვა იგეგმება

“ჩვენ გაგვაოცა მთელი პლანეტის ადამიანების ენთუზიაზმა” – აღნიშნავს 350.ორგ ის კავშირების დირექტორი ჯეიმ ჰენი.

თითოეული ღონისძიებების დასრულების შემდეგ ორგანიზატორები ფოტო-ვიდეო მასალებს ატვირთავენ საიტზე 350. ორგ, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ფართო საზოგადოებისათვის.

350. ორგ დახმარებას უწევს საერთაშორისო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელსაც აერთიანებს რწმენა, ენთუზიაზმი, მეცნიერება კლიმატის შესახებ და სამართლიანი მოთხოვნები. 15 ქვეყანაში შექმნილი შტატითა და 300 Aათასზე მეტი მომხრეებით 350. ორგ გვევლინება ისეთ გლობალურ ქსელად, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მოქმედებს და კლიმატის დასაცავად იბრძვის

დატოვე კომენტარი