CENN



“კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN) არასამთავრობო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1998 წელს და აქტიურად მუშაობს შემდეგი ხუთი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა და ინსტიტუციური განვითარება, გარემოსდაცვითი კვლევა და პოლიტიკა, რესურსების მართვა, საერთაშორისო მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის მართვა და გარემოს დაცვა და კომუნიკაცია.
CENN-ი საქმიანობებს ახორციელებს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე მთელი კავკასიის მასშტაბით.
ორგანიზაციის მისიაა თანამედროვე, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პრაქტიკის დამკვიდრება საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთკავშირის გზით.
2011 წლის 22 მაისს დედამიწის დღესთან დაკავშირებით განხორციელდა cenn-ის და usaid-ის ერთობლივი ”კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის,, კონკურსი, სადაც გამოვლინდა რამოდენიმე რეგიონალური სკოლის გამარჯვებული მოსწავლე.მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და წამახალისებელი პრიზებით.სამი დღე იმყოფებოდნენ ბულაჩაურის CENN -ის მწვანე ცენტრში და 22 მაისს დედამიწის დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ ვარდების მოედანზე სადაც გამოფენილი იყო საწვავ დამზოგავი ავტომობილები.ამ დღეს ვარდების მოედანზე ასევე გვეწვია თბილისის მერი ბატონი გ.უგულავა.
ვარდების მოედანზე გადაღებული ფოტო მასალა:

ბულაჩაურში ყოფნის დროს :




2011 წლის 15-26 ივლისს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (CCADM), ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის CENN-ის მიერ შექმნილმა ეკობანაკმა მონაწილეების პირველი ნაკადი მიიღო.ბანაკის მონაწილეები ბორჯომისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილნი.თავდაპირველად 3 დღე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ ეკო-ბანაკის გახსნაზე რომელსაც ესწრებოდა ამერიკის ელჩი ბატონი ჯონ ბასი,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,CENN”-ის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი ნანა ჯანაშია და მოწვეული სტუმრები.ბორჯომ-ხარაგაულის პარკიდან მოეწყო საველე გასვლა ლიკანიდან ქვაბისხევამდე ლომის მთის გავლით.ხოლო 3 დღის შემდეგ გაემგზავრნენ „ბულაჩაურის მწვანე ცენტრში“სადაც იმყოფებოდნენ 7 დღე.24 მოსწავლესათვის ჩატარდა ლექციები თემებზე: ბუნებრივი რესურსები, კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსები და მისი მართვა, წყლის რესურსები და მისი მართვა, ენერგოეფექტურობა, ბუნებრივი კატასტროფები, ნარჩენების მართვა და სოფლის მეურნეობა.
ბანაკის მონაწილეებისათვის მოეწყო სამი საველე გასვლა:კომპანია „Georgian water and power”-ის დახმარებით მათ მოინახულეს ჟინვალის წყალსაცავი ასევე საგურამო–ნატახტრის წყალმომარაგების კომპლექსი და მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ხდება სასმელი წყლის მოპოვება, დამუშავება და მოსახლეობისთვის მიწოდება. მესამე საველე გასვლა მოეწყო ყაზბეგში, შემეცნებითი ექსკურსიის სახით, ბავშვებმა მოინახულეს გერგეთის სამება, ასევე მათ ჩაუტარდათ ლექცია მყინვარების შესახებ, მათი მნიშვნელობის, წარმოშობის და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.ბანაკის მონაწილეები თავისუფალ დროს აქტიურად იყენებდნენ და უამრავი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს. ბანაკის ფარგლებში გაიმართა თეატრალური საღამო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გამოსვლა,თამაშები და მუსიკალური საღამო. ბანაკის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. მონაწილეებმა აღნიშნეს რომ, მათ შეიძინეს ახალი ცოდნა, გამოცდილება, ასევე ახალი მეგობრები; გაუჩნდათ სურვილი ჩაერთონ გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში და შექმნან ახალი ინიციატივები თავიანთ რეგიონებში.

2011 წლის 2-12 აგვისტოს USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის, „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება“ (CCADM), ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის CENN-ის მიერ შექმნილმა ეკობანაკმა მონაწილეების მეორე ნაკადი მიიღო. ამჯერად ბანაკის მონაწილეები დედოფლისწყაროს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილნი.„ბულაჩაურის მწვანე ცენტრში“ 24 მოსწავლესათვის ჩატარდა ლექციები თემებზე: ბუნებრივი რესურსები, კლიმატის ცვლილება, ტყის რესურსები და მისი მართვა, წყლის რესურსები და მისი მართვა, ენერგოეფექტურობა, ბუნებრივი კატასტროფები, ნარჩენების მართვა და სოფლის მეურნეობა.
ბანაკის მონაწილეებისათვის მოეწყო სამი საველე გასვლა: ბანაკის მიმდებარე ტყეში; კომპანია „Georgian water and power”-ის დახმარებით მათ მოინახულეს ჟინვალის წყალსაცავი და საგურამო–ნატახტრის წყალმომარაგების კომპლექსი და მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ხდება სასმელი წყლის მოპოვება, დამუშავება და მოსახლეობისთვის მიწოდება. მესამე საველე გასვლა მოეწყო ყაზბეგში, შემეცნებითი ექსკურსიის სახით, ბავშვებმა მოინახულეს გერგეთის სამება, ასევე მათ ჩაუტარდათ ლექცია მყინვარების შესახებ, მათი მნიშვნელობის, წარმოშობის და ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ.ბანაკის მონაწილეები თავისუფალ დროს აქტიურად იყენებდნენ და უამრავი საინტერესო ღონისძიება განახორციელეს. ბანაკის ფარგლებში გაიმართა თეატრალური საღამო, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გამოსვლა, “რა, სად, როდის?” თამაშები და მუსიკალური საღამო. ბანაკის დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. მონაწილეებმა აღნიშნეს რომ, მათ შეიძინეს ახალი ცოდნა, გამოცდილება, ასევე ახალი მეგობრები; გაუჩნდათ სურვილი ჩაერთონ გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში და შექმნან ახალი ინიციატივები თავიანთ რეგიონებში.

საგანმანათლებლო ბანაკი
”უსაფრთხო სკოლა – უსაფრთხო მომავლისათვის”
ფარგლებში

CENN-ის მწვანე ცენტრი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რაიონში სოფელ ბულაჩაურში
მდებარეობს, 10 დღის განმავლობაში საქართველოს რეგიონების 8 სკოლის მოსწავლეებს
მასპინძლობდა. ათდღიანი საგანმანათლებლო ბანაკის პერიოდში სკოლის მოსწავლეები
აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებში -
ინტერაქტიულ სემინარებსა და საველე გასვლებში.
ა.წ. 31 აგვისტოს 15:00, CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში გაიმართება ბანაკის საზეიმო დახურვა, რომელსაც UNICEF-ის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და საქართველოს გარემოს დაცვის
სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. საგანმანათლებლო ბანაკი ”უსაფრთხო სკოლა – უსაფრთხო მომავლისთვის” განხორციელდამაღალი რისკის ზონაში მდებარე 8 საპილოტე სკოლაში CENN-ის მიერ ევროკავშირისა დაUNICEF-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – საქართველოს 8 საპილოტე სკოლაში კატასტროფების რისკებისთვის მზაობისა და მათი შერბილების აქტივობების დაკატასტროფების რისკების შემცირების ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელება. პროექტის ძირითად მიზანს სკოლებში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიზნით
საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებისა და უსაფრთხოების წესების შემუშავება და დანერგვა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ტრენინგი და საგანგებო სიტუაციების მართვისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობის შეძენა და სკოლებისათვის მიწოდება წარმოადგენდა. პროექტი მიმდინარეობდა ნიკორწმინდის, ლასურიაშის, მესტიის, დანისპარაულის, აწყურის, ბრეთის, მლეთისა და თბილისის 47-ე საჯარო სკოლებში. პროექტის ფარგლებში მოხდა სკოლების რისკების შეფასება, სკოლების საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით და მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიმულაციური ტრენინგების ჩატარება.სკოლების რისკების შეფასებიდან გამომდინარე, ჩატარდა სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები და მათი სპეციალური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. CENN მომავალშიც გეგმავს, აქტიურად იმუშაოს სკოლებთან რისკების შემცირების საკითხებზე, რადგან ამ მიმართულებით მუშაობა ორგანიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვან
ნაწილს წარმოადგენს.



CENN-ის მწვანე ცენტრი ზაფხულის განმავლობაში მასპინძლობდა საქართველოს 6 მუნიციპალიტეტის (საგარეჯო, დედოფლისწყარო, ბორჯომი, ხელვაჩაური, ქედა და ახალციხე) 42 სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლესა და მასწავლებელს.
ა.წ. 12 სექტემბერს CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში საგანმანათლებლო ბანაკის საზეიმო დახურვა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალციხისა და ქედის მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
ბანაკის დახურვას ესწრებოდნენ USAID-ის პროგრამის განვითარების სპეციალისტი ქალბატონი მარიამ უბილავა, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი ზედგინიძე, პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბატონი გივი მაისურაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ბატონი ბესო შაღაშვილი. ღონისძიების გაშუქება მოხდა სხვადასხვა მედია საშუალებით.
ღონისძიების დასასრულს ბანაკში მონაწილე ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს გადაეცა სერტიფიკატი.
საგანმანათლებლო ბანაკები განხორციელდა USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება (CCADM)“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ.




Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: