გლობალური დათბობის პროცესში დიდ როლს ასრულებს კლიმატის ცვლილება (ინგლ. Climate change) — დედამიწის კლიმატური რხევა, რომელიც ვლინდებოდა ან ვლინდება დედამიწის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონსა თუ რაიონში. წარსულში გლობალური კლიმატური ცვლილებანი შეეხო დედამიწის ხმელეთის დიდ უბნებს; ცვლილებანი თანადროულ დროშიც გრძელდება. დედამიწის კლიმატური ისტორია მეტად მრავალფეროვანია და მოიცავს ასეულობით მილიონ წელს.კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს მეცნიერების სპეციფიური დარგი – პალეოკლიმატოლოგია.კლიმატი ანუ ჰავა – გარკვეულ ადგილებზე წლიდან წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპია. კლიმატწარმომქმნელი ფაქტორებია: 1) მზის რადიაცია; 2)ატმოსფეროს ცირკულაცია; 3) ქვეშ არსებული ზედაპირის ხასიათი (უპირველესად ხმელეთის და წყლის თანაფარდობა)
მზის სითბოსა და ტენის გადანაწილებაზე მოქმედებს აგრეთვე კონტინენტების განფენილობა, სანაპირო ხაზის დანაწევრება, ადგილის აბსოლუტური სიმაღლე, მთების განლაგება, მთის ფერდობთა ექსპროპრიაცია, ოკეანური დინებები.
კლიმატი, როგორც ყველა მეტეოელემენტი, ზონალურია, თითოეულ ნახევარსფეროში გამოყოფენ 8 კლიმატურ სარტყელს:
ეკვატორული კლიმატური სარტყელი
სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი
ტროპიკული კლიმატური სარტყელი
სუბტროპიკული კლიმატური სარტყელი
ზღვიური კლიმატური სარტყელი
სუბარქტიკული კლიმატური სარტყელი
სუბანტარქტიკული კლიმატური სარტყელი
არქტიკული კლიმატური სარტყელი
გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით “დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით”, რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების შედეგად. სახელმწიფოთა
უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.

საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც გაეროს გენერალური დირექტორი ბან კი-მუნია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება

დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა
დედამიწაზე ახალი კლიმატური ეპოქა დადგა. ჯერ არავის შეუძლია იმის პროგნოზირება, თუ უახლოეს მომავალში როგორი იქნება დედამიწაზე კლიმატი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის ვითარება, რომ წამყვანი მეცნიერი კლიმატოლოგები ხშირად აპელირებენ წარსულზე.
რაც შეეხება 2011-2012 წლებს, იქნება გარდატეხა ე.წ. კვანტურ ევოლუციურ ნახტომში, რომელიც დაიწყება მიმდინარე წლის ნოემბერში და დასრულდება 2013 წლის პირველ ნახევარში.
დედამიწა აქტიურად იცვლის ვიბრაციულ სიიხშირეს, რის გამოც ადამიანებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ გაღიზიანების მომენტები, მწვავდება ქრონიკული დაავადებები. განსაკუთრებულ გავლენას კლიმატური ცვლილებები იწვევს ადამიანის ფსიქიკაზე, რაც, თავის მხრივ, აგრესიის განმაპირობებელია.
სეისმოლოგები აკეთებენ გაფრთხილებებს ახალ მიწისძვრებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა ცუნამის წარმოქმნის საშიშროება ხმელთაშუა ზღვაშიც კი იწინასწარმეტყველეს.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ამინდმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ის ისეთივე არ არის როგორიც ადრე. მაგალითისთვის: პოლონეთსა და რუმინეთში მოვიდა თოვლი; ამერიკაში – დამანგრეველი შტორმი და 362 ტორნადო; იტალიასა და ესპანეთში – ანომალიური სიცხეა, ხოლო ციმბირში უკვე ზაფხული დადგა; ტაილანდში მუსონების სეზონი ივნისის ნაცვლად აპრილში დაიწყო; დიდ ბრიტანეთში უჩვეულოდ მშრალი და თბილი ამინდია, რაც ტყის ხანძრების მიზეზი გახდა; გასული ზამთარი არქტიკაში 5 გრადუისით თბილი აღმოჩნდა.
ჰიდრომეტეოროგები მიიჩნევენ, რომ კლიმატის ცვლილების მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გოლფსტრიმის თბილის დინების 8 მილით გადაადგილება გახდა.
ნასას ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ანომალია უშუალოდ უკავშირდება ტემპერატურის გლობალურ მომატებას. ბოლო 20 თვის განმავლობაში დედამიწაზე ტემპერატურა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული 130 წლის განმავლობაში. 2010 წლის იანვარ-აპრილში ტემპერატურა აბსოლუტურ სარეკორდო მაჩვენებელს მიაუხლოვდა.
“მათემატიკური მოდელები აჩვენებს, რომ ტემპერატურა შემდგომშიც გაიზრდება”, – განაცხადა “ნასას” ხელმძღვანელმა ჯეიმს ჰანსენმა.

მსოფლიო დიდი საშიშროების წინაშეა ემუქრება თუ არა მსოფლიოს 10 საოცრებას განადგურება დაახლოებით 2030 წელს?
ტურისტულმა პორტალმა “Budget Travel”-მა, გაქრობის პირას მისული ბუნების 10 საოცრების ნუსხა გამოაქვეყნა. მათი განადგურების თარიღად მეცნიერები 2030 წელს ასახელებენ.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

1 ბელიზის ბარიერული რიფი – მნიშვნელოვნად დაზარალდა. მრავალ ადგილას მან მარჯნების 50% დაკარგა, ისინი გაუფერულებას ამ დრომდე განაგრძობენ. ამის მიზეზი გლობალური დათბობაა.

2. კონგოლეზის ღრმული – ეს ამაზონის შემდეგ სიდიდით მეორე მასივია, რომლის ფლორისა და ფაუნის ორი-მესამედი 2040 წლისთვის, გაეროს დასკვნის თანახმად, განადგურდება. მისი გადარჩენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ გარემოს დამცველები ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ. ამჟამად ტყეებს ინტენსიურად ჩეხავენ, რადგან ფერმერები პირუტყვისთვის საძოვრის ნაკლებობას განიცდიან. აფრიკაში მაღაროების ინტენსიური მშენებლობა მიმდინარეობს.

3. მკვდარი ზღვა – ბოლო 40 წლის განმავლობაში მისი მოცულობა მესამედით შემცირდა, ზღვის დონემ კი 24 მეტრით დაიკლო. შედეგად დაახლოებით 50 წელიწადში მკვდარი ზღვა აღარ იარსებებს. ამასთან, კოსმეტიკის მწარმოებლები ზღვის ფსკერის მინერალურ მარაგს ანადგურებენ.

4.ევერგლეიდსის ეროვნული პარკი (აშშ, ფლორიდა)-ფლორიდის პარკის ტერიტორია ერთადერთი ადგილია, სადაც ფლორიდული პანტერა ბინადრობს, პარკის მოცულობა უკვე 60%-ით შემცირდა.

5.მადაგასკარი – თუკი ამ აფრიკული სახელმწიფოს ტყეების გადარჩენაზე არ იზრუნებენ, 35 წელიწადში ისინი მთლიანად გაიჩეხება და დაიწვება. მადაგასკარის მკვიდრნი კი დაიღუპებიან.

6. მალდივის კუძულები -თუკი გლობალური დათბობის პროცესი გაგრძელდება, ეს კუნძულები, რომლებიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობენ, ჩაიძირება.

7.ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები -გლობალური დათბობა განადგურებით ანტარქტიდის პინგვინების 80%-ს ემუქრება. არქტიკაში ამ ბედს თეთრი დათვებიც გაიზიარებენ. პოლარული ყინულის დადნობასთან ერთად, ეკოსისტემები იღუპებიან. 20-40 წლის შემდეგ ანტარქტიდაში ახალი ყინულის მასივები აღარ შეიქმნება.

8. ვეფხვების პოპულაცია – ვეფხვების ნახევარზე მეტი ინდოეთის ბინადარია. მსოფლიოში მათი რაოდენობა ამჟამად 3200-ია. ვეფხვები, შესაძლოა, 12 წელიწადში მთლიანად განადგურდნენ. მარტო ჩინური ტრადიციული მედიცინის საჭიროებისთვის დღე-ღამეში საშუალოდ თითო ვეფხვს კლავენ.

9.ტაჰუამანუს ჯუნგლები (პერუ) -პერუს პროვინციაში მადრე დე დიოსში წითელი ხის მარაგი მოიპოვება. წითელი ხე ტაჰუამანუს ჯუნგლებში ხარობს. უკანონო ჩეხვის გამო ხეების რაოდენობა დღითიდღე ნადგურდება. მხოლოდ აშშ წითელი ხის 80 %-ს მოიხმარს. ხისგან ავეჯს აწარმოებენ.

10. იანძის მდინარის აუზი-მკვლევარებმა აღიარეს, რომ ამ რეგიონში არსებული ფლორა და ფაუნა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მაგრამ ტურისტების მიერ დახარჯულმა თანხებმა, შესაძლოა, ბუნება განადგურებისგან იხსნას.

31 Responses »

  1. shako1994 says:

    დიდი მადლობა ზაალ გაიხარე.მართლაც რომ დიდი საფრთხის წინაშეა არა მხოლოდ საქართველო არამედ მთელი მსოფლიო და ამაში უმეტესწილად ჩვენ ადამიანები ვართ დამნაშავეები.

  2. giorgi says:

    globaluri datbobis shemtxvevashi ra daemarteba saqrtvelos da mtlianad msoflios dzaan mainteresebs daaxloebit ki vici magram mainc….:)

  3. shako1994 says:

    giorgi saerto atmosferulma temperaturam tu 5 gradusit mainc kidev moimata ase vtqvat dedamiwa amotrialdeba.daiwyeba wyaldidobebi,mewyerebi da ase shemdeg.bunebrivi katavklizmebi ase rom tu moxda es faaqti,dzaan didi sashioshroebis winashe agmochndeba ara mxolod saqartvelo aramed msoflioc:)vimedovneb rom xalxi im daskvnavde miva rom ragac unda gaaketos globaluri datbobis tavidan asacileblad da am sashinel katastrofas tavidan avicilebt:)

  4. Student from Shibliani on Climate Change!

  5. paxoda says:

    გილოცავ, კარგად გაგიკეთებია!!!ეს ერთი და სხვა მრავალი . თუ რამე დაგჭირდეს რაღაც რაღაცეები შემიძლია მოგაწოდო ხოლმე, ძველი საბჭოთა სალექციო მასალიდან : ) და რათქმა უნდა ახლებიც :) :):)

  6. shako1994 says:

    gaixare nodar madlobaa jigari xar:;)

  7. QeeTuush says:

    dzalian momewona blogi.. saintereso da shemecnebitia .. : )))

  8. shako kargi blogia gilocav da warmatebebs gisurveb. tu rameshi dagchirde shentan var

  9. შაკო მნიშვნელოვან საქმეს ხარ შეჭიდებული და მინდა გისურვო ეს საქმ ებოლომდე მიგეყვანოს , მე მჯერავს რომ შენ ისეთი მიზანდასახული ხარ ყველაფერს მიაღწევ და კიდევ ბევრს ჩართავ ამ მართლაც და მნიშვნელოვან საქმეში..ეს ყველას გვეხება და შეგვეხება ამიტომ შენი ეს ბლოგი დასაწყისი ყოფილიყოს დიდი და მნიშვნელოვანი საქმიანობისა გაფართოებას გისურვებ.. მიგულე შენს გვერდით… ყველა რომ ასე წუხდეს და ფიქრობდეს , როგორც შენ კარგი იქნებააა..

  10. shako1994 says:

    didi madloba yvelas gaixareet:*tiko,qeti,xat dzalian gamixarda rom mogewonat blogi

  11. shakoo yochag dzaaan magari blogiaa:)))warmatebebs gisurveb:**

  12. maiko says:

    kargia shako momewona, seriozul problemaze dagiweria da saqartveloc rom saprtxis winashe dadgeba amaze ori azri ar arsebobs gilocav martla kargia

  13. ყოჩაღ შაკო, ძალიან მომეწონა! ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე.

  14. shako1994 says:

    martac maiko rom saqartveloc am problemis winashea.dzalian gamixarda rom mogwont blogi patono kakha

  15. ყოჩაღ შაკო!

  16. shako1994 says:

    madlobt qalbatono nana gaixaret dzalian miyvarxart kargi adamiani xart

  17. avto says:

    dzalian sainteresoa shako es yvelaperi,winsvlas gisurveb dzmao momavalshii…….

  18. anna says:

    ძალიან მსიამოვნებს და მიხარია,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებიც ასე ზრუნავენ და განიცდიან გარემოზე:))

  19. Ana Barliani says:

    dzalian mixaria,rom arseboben iseti adamianebi rogorebic tqven xart da romlebic ase zrunaven da ganicdian garemos sakitxs :) ))

  20. soso says:

    t\ titoeulma adamianma sakutar tavze unda agos pasuxi da yvelanairad sheecados iseti ram ar gaaketos rac shemdgomshi bunebrivi katastropebis gamomwvevi ert erti da mtavari mizezi iqneba….dzalian kargia tqvennairi adamianebi rom arseboben swored momaval taobas akisria is vali rom msoplios tavidan aacilos globaluri datboba da yvela is realuri saprtxe romelic ramodenime adamians ki ara,aramed kacobriobas emuqreba.

  21. shako1994 says:

    xoo soso yvelam rom gaacnobieros es kargi iqneba tumca dgitidge ufro da ufro meti adamiani acnobierebs amas da dzalian mixaria

  22. dzalian kargi blogia gisurveb warmatebebs……..

  23. შაკო, აი ეს უკვე მომწონს ;) კარგ საქმეს დადგომიხარ ჩემო მეგობარო და იმედია ბოლომდე გაყვები. დღესდღეისობით რაც ხდება, ყველაფერი ადამიანის უგუნური მოქმედების შედეგია და მემგონი იმის დრო მოვიდა, რომ ადამიანმა თავისი “გაფუჭებული საქმე” თვითონვე გამოასწოროს. თუ რამე დაგჭირდეს, შენს გვერდით მიგულე, რითაც ან როგორც შევძლებ ყველაფრით დაგეხმარები.

  24. mariami says:

    რა შემიძლია გითხრა,გამოცდილება არანაირი არ მაქვს “დამწყები:ვარ ასე რომ ვტქვატ ე.წ. ბოგერობაში,მაგრამ არ შემიძლია თქვენი ბლოგი უკომენტაროდ დავტოვო.
    ინფორმაციულად დატვირთული, რომ არის პაქტია ასევე არ შეიძლება ყურადგება არ მიექცეს მის მრავალფროვნებას.
    წარმატეებები! თამამად შემიძლია გითხრა,რომ შენი ბლოგი ერთ–ერთი მაგალითი გახდება ჩემს მომავალ “ბლოგერობაში:P:P:P

  25. tanadgoma30 says:

    vaax ra dzaan magariaa.. :S romeli skolisaa?? simgera rogor daadevii? maswavlee ra plzzz..:S

  26. zaali says:

    შაკო ძალიან მძიმე და გლობალურ პრობლემას შეჭიდებიხარ,საქართველო მართლაც განიცდის კლიმატის ცვლილებიტ მიყენებულ ზარალს,წარმატებებს გისურვებ და რითიც შემეძლება დაგეხმარები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s